სანდრო ბრეგაძე: ყალბ „ფოტო-გმირებად“ ქცეული სააკაშვილისტი თაღლითები ყელში ამოვიდა და ლუსტრაციას ვიწყებ!
„ზვიადმა და მერაბმა მაშინ მე და ჩემს მეგობრებს გვთხოვეს უნივერსიტეტის სტუდენტური აქციების მართვა – ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო – ლიბერასტებად ქცეული ეს „ფოტო-გმირები“ საერთოდ არ ყოფილან 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე. უფრო მეტიც – კომკავშირლებთან ერთად ჩვენ გვებრძოდნენ 9 აპრილის წინა დღეებში!“ – ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
„დიდი ხანი თავს ვიკავებდი ამ სიმართლის დაწერისგან, მაგრამ იურა მეჩითოვის მიერ შემთხვევით გადაღებული ფოტოთი, ყალბ „ფოტო-გმირებად“ ქცეული სააკაშვილისტი თაღლითები ყელში ამოვიდა და ლუსტრაციას ვიწყებ!
სამარცხვინოა, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიის ღამეს საერთოდ იქ არ ყოფილან და ამ დროს სახლში ტკბილად ეძინათ (სხვა ნაც-ოპოზიციაში ჩაბუდებულ აფერისტებთან ერთად), 1989 წლის 9 აპრილზე ზოგიერთი ვითომ „ფოტოგმირის“ უსირცხვილო პირით აცხადებს თავს გმირად. სააკაშვილის-ლიბერასტულ ტელევიზიებში სხედან და კარგი დისიდენტებივით ზღაპრებს ყვებიან – თითქოს შიშველი ხელებით ებრძოდნენ რუსის ჯარს.
მაშინ მე გეტყვით სიმართლეს – ზვიადმა და მერაბმა მაშინ მე და ჩემს მეგობრებს გვთხოვეს უნივერსიტეტის სტუდენტური აქციების მართვა – ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო – ლიბერასტებად ქცეული ეს „ფოტო-გმირები“ საერთოდ არ ყოფილან 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე. უფრო მეტიც – კომკავშირლებთან ერთად ჩვენ გვებრძოდნენ 9 აპრილის წინა დღეებში!
ამიტომ ბოლო გაფრთხილებაა ჩემგან – უტიფრობასაც აქვს საზღვარი და კიდევ ბევრი უარესი ფაქტი სანამ არ გამიხსენებია – მოვუწოდებ, დაოკდნენ ეს ყალბი ლიბერასტი 9 აპრილის „ფოტო-გმირები“!
დაიღალა ხალხი ამდენი სიყალბით“, – წერს სანდრო ბრეგაძე.