leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ამ ხალხს ჰგონია, რომ მაყურებელზე და მსმენელზე ჭკვიანია!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი 1არხის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ნიკა მელიასა და „გირჩის“ დებატებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ნიკა მელიამ, – მე გორილა ვარ და „გორლაზე“ ვარო.

მერე ვახო მეგრელიშვილს „გედეეკეტა“ და…

არ გამოვა ქართველ პოლიტიკოსთა დებატი, არა!

სანამ რადიკალიზმის ჭუჭყში თავს კომფორტულად გრძნობენ, გონება ვერ გაეხსნებათ და ვერ მიხვდებიან, რომ ხალხს სერიოზული საუბრის მოსმენა სურს და არა ბირჟავიკული „კაჩაობა“.

წუხანდელმა ტელეეთერმა კარგად წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის ენა – პოლიტიკური „ფენი“.

ტელევიზიაში კი არა, ტელევიზიასთანაც, გვერდით ქუჩაზეც კი არ არის თქვენი ადგილი.

პატივისცემა, – ტელევიზიის, გადაცემის წამყვანის, ოპონენტის პატივისცემა აკლიათ პოლიტიკოსებს.

და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაყურებლის პატივისცემა.

განსაკუთრებით, პირველი არხის მაყურებლის!

პირველ არხს გონიერი მაყურებელი ჰყავს და აქ სტუმრობა დიდი პასუხისმგებლობაა!

ამ ხალხს ჰგონია, რომ მაყურებელზე და მსმენელზე ჭკვიანია!

ეს საბედისწერო შეცდომაა!

გურულს გზაზე ეშმაკი რომ გადმოუხტება და შესაშინებლად დაეჯღანება, გურული კი ეუბნება, – ე, მასეთი რომ ხარ, იმიტომ არ უყვარხარ არავისო, – ზუსტად ისე უხტებიან და ეჯღანებიან ხალხს ტელეეკრანებიდან.

ამიტომაც არ უყვარხართ ამ ხალხს!

თქვენი თავხედობის, უზრდელობის, უკულტურობის გამო არ უყვარხართ!

და არც პატივს გცემთ, რადგან თქვენგან აგდებულ დამოკიდებულებას არ გპატიობთ!

P.S. წუხელ გირჩელებმა რაოდენობრივი უპირატესობა მორალურში გადაიყვანეს და მელიას „გორლაობა“ წარუმატებლად დასრულდა. თუმცა, ვფიქრობ, მანევრის შესაძლებლობა ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. ალბათ დაავიწყდათ, რომ უშიშროების სკოლაში სწავლა უკვალოდ არ ჩაივლიდა“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

ასევე იხილეთ