leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: გაფიცულ საჯარო მოხელეებს ბაჩიაშვილი რაღაც ფონდის გავლით ფინანსურად ეხმარება. რა ენაღვლება ის ბიტკოინები, ივანიშვილს რომ მოჰპარა…

საპროტესტო აქციების მონაწილეების დაფინანსების საკითხზე ლასა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მე რომ პატრიოტები, გულანთებული ხალხი მეგონა,

აქციებზე რომ დადიოდნენ, თურმე ბიზნესი ჰქონიათ.

ამ ხალხს უფინანსებენ სწავლის საფასურს, ბინის ქირას, უფარავენ სტუდენტურ სესხს და ა.შ.

კაია რა. მივა აქციაზე, მე მაგინებს, რუსს დამიძახებს, „ძირს რეჟიმიო“, – დესერტად დააყოლებს და ფულს ჩაიდებს ჯიბეში.

ჰო, გაფიცულ საჯარო მოხელეებს ბაჩიაშვილი რაღაც ფონდის გავლით ფინანსურად ეხმარება. რა ენაღვლება ის ბიტკოინები, ივანიშვილს რომ მოჰპარა.

ცოტა კი არა, თითქმის $1 000 000 000 ღირებულების.

პროკურატურამ ბრალი წაუყენა და ეს თავისუფლად დადის სასამართლო პროცესებზე.

იმის თქმა მინდა, რომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს და ეს კიდევ, რეჟიმიო, იძახის.

მთელ მსოფლიო იურიდიულ პრაქტიკაში არსებული წინასასამართლო მორიგების წერილი გაუგზავნეს და ამან, უტვინო მრევლზე გათვლით, ყვირილი ატეხა -მაშანტაჟებენო.

მეტი ბაჩიაშვილი – მეტი ბიტკოინი – მეტი პატრიოტი!

ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მსურდა. გმადლობთ ყურადღებისთვის“, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ