leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: სრულიად გაუგებარი, თურმე გაუმჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დეპუტატი ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულიად გაუგებარს უწოდებს.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. სრულიად გაუგებარი და არაჯანსაღი გადაწყვეტილებაა. თურმე გაუმჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა.

კი ბატონო, ამისთვის მისაღებია ეს სანქციები, თუ ეს ორი კანონია ამ ყველაფრის მამოძრავებელი. დაველოდოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ჯანსაღი აზრი, გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებები აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აღნიშნავს კირცხალია. 

ასევე იხილეთ