leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელეს.

62 წლის ბესენტის კანდიდატურას 68 სენატორმა დაუჭირა მხარი, 29 წინააღმდეგი იყო.

ტელეარხის ცნობით, სენატში გამართული მოსმენის დროს ბესენტმა განაცხადა, რომ 2017 წელს შემოღებულმა საგადასახადო შეღავათებმა პერმანენტული სახე უნდა მიიღოს. მისი თქმით, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის პრობლემა არა შემოსავლებში, არამედ მის ხარჯვაშია.

ბესენტი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეკონომიკური გეგმები სამომხმარებლო ფასებს დაწევს, ხოლო ხელფასებს გაზრდის.

ასევე იხილეთ