leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ასეთი სერიოზული ჯგუფი შემოდის ამხელა ინვესტიციით საქართველოში, ე.ი საქართველო ძალიან სანდო პარტნიორს წარმოადგენს

„აქ არის იდეალური საინვესტიციო გარემო“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას.

დეპუტატის თქმით, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია დანარჩენი ინვესტორებისთვისაც.

„გარდა იმისა, რომ ეს 6 მილიარდი დოლარი არის უზარმაზარი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია დანარჩენი ინვესტორებისთვისაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომ როდესაც ასეთ სერიოზული ჯგუფი შემოდის ამხელა ინვესტიციით საქართველოში, ე.ი საქართველო ძალიან სანდო პარტნიორს წარმოადგენს. აქ არის იდეალური საინვესტიციო გარემო“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ასევე იხილეთ