საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ბაირუს განცხადებით, მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფული სინდისით მართვის უფლებას არ უნდა იძლეოდეს”, – ციტირებს სააგენტო ბაირუს.
ბაირუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას მასკმა თქვა, რომ საფრანგეთს და ევროპას, საერთო ჯამში, ტრამპის და მისი პოლიტიკის გაზიარება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, შესაძლოა, გახდეს დამორჩილებული, გასრესილი და მარგინალიზებული.