leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა ნაცვლიშვილი: თუ ტირანიაა, ტიხანოვსკაიასთვის ფულის შემწირავს რასაც ლუკაშენკო უზამდა, ის უნდა ემართებოდეს ამ ბიზნესს…

სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გვარწმუნებენ, რომ ქვეყანაში დამყარდა ტირანია – რეჟიმს ჰყავს ათეულობით ნაწამები პოლიტპატიმარი, ხალხს დევნიან განსხვავებული აზრის გამო და მეტიც, მიტინგზე პირბადის გაკეთებისთვის ამტვრევენ თავ-პირს და იჭერენ მათ. შესაბამისად, გაუქმებულია ყველა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება, ქვეყანაში საყოველთაო ტერორი მძვინვარებს და არათუ მივდივართ ბელარუსისკენ, უკვე ვართ ბელარუსი.

ამ ყველაფრის ფონზე, ტირანია გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ეუბნება ბიზნესს, ვინც ათეულობით მილიონ ლარს ღიად და დაუფარავად წირავს „რეჟიმთან“ მებრძოლ მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებას, ვინც ახლაც ბარიკადებზე დგას – ვერ იჭერს, ვერ ატერორებს, ვერ არბევს.

თქვე კაი ხალხო, თუ ტირანიაა, ტიხანოვსკაიასთვის ფულის შემწირავს რასაც ლუკაშენკო უზამდა, ან ის უნდა ემართებოდეს ამ ბიზნესს, ან ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, მამალი ტყუილი და ცილისწამებაა.

მოკლედ, რაბინოვიჩის ანეკდოტის არ იყოს – ან ნიფხავი აიწიეთ, ან ჯვარი მოიხსენით – ორივე ერთად არ გამოვა“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ასევე იხილეთ