leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპი უმცროსი: ამ მოკლე პერიოდში უკრაინაში ყველაზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი, ვიდრე ოდესმე

“ჩვენ უკვე 160 მილიარდი დოლარი გავიღეთ უკრაინისთვის, რას ვიღებთ სანაცვლოდ? ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინელები რუსულ ტანკს აფეთქებენ, გამოხმაურება არ აყოვნებს და ახალი ამბები „ცხვება“, თუმცა როდესაც უკრაინა ქვეყნის მეოთხედს კარგავს, უბრალოდ ამბობენ, ეს სტრატეგიული უკან დახევა იყო”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, უკრაინაში ყველაზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი, ვიდრე ოდესმე; უმცროსი ტრამპის განცხადებით, იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული უკრაინული ქალაქის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა, ქალაქის გამგებელმა მიითვისა, ტერიტორია კი მოწინააღმდეგეს დაუთმო.

“ასევე გავიგე, რომ ამ მოკლე პერიოდში, უკრაინაში ყველაზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი, ვიდრე ოდესმე. იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ქალაქის დასაცავად გაგზავნილი ფული, ქალაქის გამგებელმა მიითვისა, მან ფული ჩაიჯიბა და ქალაქი მოწინააღმდეგეს დაუთმო. კი მაგრამ, რა ხდება?”,  – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა.

ასევე იხილეთ