leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა ლაბუჩიძე: სკოლამდელი აღზრდის 13 500 თანამშრომელს ხელფასის 10%-ის მატებასთან ერთად საქართველოს მთავრობა ერთ მთლიან განაკვეთზე 125 ლარს უმატებს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე  წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის თანახმად   ბიუჯეტის მოცულობა   209 684,9 ათასი ლარით იზრდება და  2 192,862.9 ათას ლარს შეადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო გალამაზებისა და გამშვენიერების საშუალებას იძლევა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტით, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი ბაღის კეთილმოწყობისთვის, რომელიც 2 ჰექტარზეა განთავსებული, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. შემოდგომისთვის კი ამ ტერიტორიაზე მეფე ერეკლეს ძეგლის დადგმაა დაგეგმილი.

კახა ლაბუჩიძემ კიდევ ერთი დაპირების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის 13 500 თანამშრომელს ხელფასის 10%-ის მატებასთან ერთად საქართველოს მთავრობა ერთ მთლიან განაკვეთზე 125 ლარს უმატებს.

„ასე რომ, ჩვენი დედაქალაქი კვლავაც ვითარდება და 2025 წლის ბიუჯეტში წარმოდგენილ ცვლილებებს  სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ“, – აღნიშნა ლაბუჩიძემ.

 

ასევე იხილეთ