leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია, დღისით, მზისით ცდილობენ, საქართველოში სიტუაცია აარევინონ

“სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოცემა „ჰილის“ სტატიაზე დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, მაკკეინის ინსტიტუტი ცდილობს, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს საქართველოში სიტუაცია აარევინონ.

„თეთრი ძაფით ნაკერი საკითხებია. სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. დღისით მზისით, ცდილობენ, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს აარევინონ სიტუაცია საქართველოში. მაკკეინის ინსტიტუტიდან უკვე ვიცით ერთი ლორა თორნთონი და მეორე – სალომე ზურაბიშვილი, ვიცით, არც ერთს და არც მეორეს ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოცემა „ჰილმა“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ არის, რომ აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს.

მოგვიანებით, გამოცემა „ჰილმა“ სტატია ჩაასწორა, სადაც აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ აშშ-მა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის “სათამაშო მოედანი”.

ასევე იხილეთ