აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების მსახურებას ჯარში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
აღმასრულებელი ბრძანება ასევე მოიცავს დებულებებს სამხედროების მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პროგრამების შეჩერებასა და იმ სამხედროების სამსახურში აღდგენაზე, რომლებიც კოვიდვაქცინაციაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს.