უოთფორდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა.
„არც ისეთი ცუდი დიაგნოზია, როგორსაც თავიდან ვშიშობდით. ამჟამად ტერფის ტკივილები და სისხლჩაქცევები აქვს, მაგრამ იმედია, გიორგი მალე დაგვიბრუნდება.” – განაცხადა კლევერლიმ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
ჩაკვეტაძემ ქოვენთრი სიტისთან ტრავმა მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, რომ უოთფორდმა ჩაკვეტაძე თებერვალში გენტიდან გამოისყიდა და კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე გაუფორმა.