მამუკა მდინარაძე ჯგუფ „დაიტოვე”-ში ხატია დეკანოიძის სტატუსზე: თვითორგანიზებული პროტესტიაო, ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო. ამასობაში დეკანოიძე „ტოპ კონტრიბუტორი” გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფეისბუქ ჯგუფ „დაიტოვე”-ში ხატია დეკანოიძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც დეკანოიძეს სერბეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ უნდა გადაიკეტოს მნიშვნელოვანი მაგისტრალები, რადგან „ეს არის პროტესტის ფორმა”.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, “დეკანოიძე “ტოპ კონტრიბუტორი” გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში”.
„თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო;
ამასობაში დეკანოიძე “ტოპ კონტრიბუტორი” გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში,
მაგრამ შეიძლება სხვა სახელით და გვარით იყო აქამდე, ასპროცენტიანი გამოაგდებენ”- წერს მდინარაძე Facebook-ზე.