leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი „მთავარ არხზე“: ისინი ერთმანეთს არ ენდობიან და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას

„მთავარი არხის“ სრული შემადგენლობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სახეები არიან და ისინი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მთავარ არხზე“ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„მთავარი არხი“ და ბატონი ოქუაშვილი და აქეთ ბატონი გაბუნია და ანუ სრული შემადგენლობა არიან ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სახეები. ერთმანეთში უნდა გაერკვნენ და დაარწმუნონ ერთმანეთი, რომ შეუძლიათ ნდობა გამოუცხადონ ერთმანეთს, მაგრამ როგორც ვხედავთ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ