leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე დიპლომატიურ პასპორტებზე: რეალური მიზეზი აქ არის მეორე ფრონტის არ გახსნა და დასჯა იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა

„როდესაც წინა ხელისუფლება ევროპის თუ სხვა ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ სურვილს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასრულებდა, რა თქმა უნდა, ახლა მათთვის მიუღებელია ის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.

„რეალური მიზეზი იცით თქვენ, რომ მხოლოდ ეს ორი კანონი არ არის. რეალური მიზეზი აქ არის მეორე ფრონტის არ გახსნა და დასჯა იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა. არაერთხელ გვისაუბრია უსამართლო დამოკიდებულებაზე, მათ შორის, სხვადასხვა განცხადებებზე, რეზოლუციებზე და ა.შ. და როდესაც ხარ მცირე სახელმწიფო და მანამდე შენი წინა ხელისუფლება ევროპის თუ სხვა ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ სურვილს ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი უსრულებდა, რა თქმა უნდა, ახლა მათთვის მიუღებელია ის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ