რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურია და არ შეუძლია, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს.
„ნებისმიერთან შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ ზელენსკი თავისი არალეგიტიმურობის გამო ვერაფერს მოაწერს ხელს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ უკრაინას სურს გააუქმოს დადგენილება რუსეთთან მოლაპარაკების აკრძალვის შესახებ, ისინი იპოვიან სამართლებრივ გზას, კერძოდ, ამის გაკეთება შეუძლია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს.