leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას

“უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.

“უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაკეთდება ახალი პლაცდარმი იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ და განვითარდეს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი – Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.

ასევე იხილეთ