ირაკლი ქადაგიშვილი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს
“ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.
“ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს. ესოდენ ფართომასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელება იქნება დამატებითი სტიმული სხვა ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების უფრო მეტად შემოდინებისათვის. 33-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში, ჩვენ ევროკავშირისგან რეალური ინვესტიცია, რასაც ეკონომიკაში ინვესტიცია ჰქვია, არ მიგვიღია. ეს არის მართლაც დიდი და უპრეცედენტო შემთხვევა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი – Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.