leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მითუმეტეს მოგვთხოვოს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება

“ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მითუმეტეს, მოგვთხოვოს ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

“ეუთო/ოდირმა შეაფასა ეს საპარლამენტო არჩევნები, როგორც კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ცესკომ მოახდინა ძალიან მაღალ დონეზე ამ არჩევნების ადმინისტრირება. ასევე, ხაზგასმული იყო, რომ ნებისმიერ სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს ან მითუმეტეს, მოგვთხოვოს ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ