leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: მწერალი თეონა ხაზარაძის ბუნაგში გამოზრდილი მწერალია!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მწერალ თეონა დოლენჯაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ამ ქალს მწერალს ეძახიან!

***

დიახ, მწერალს ეძახიან, მაგრამ არ ახსოვს, მიხას ზეობის ხანაში სპეცრაზმი როგორ შევარდა მწერალთა კავშირის შენობაში.

აეგრე, არ ახსოვს და მორჩა!

რომც ახსოვდეს, არ აინტერესებს, რადგან მწერალთა კავშირი ანაქრონიზმია, იქ სულ წითელი ინტელიგენცია იყო და არის. ასეთივეა მხატვართა კავშირი.

დიახ!

მწერალ თეონას არც ის აინტერესებს, ვინ როდის გამწარდა, ყოველ შემთხვევაში, ახლა რომ მწარდებიან, ადრე ეგრე არ მწარდებოდნენ. ახლა მწარდებიან კიდევაც და რუსეთისკენაც მიგვათრევენ!

***

მწერალ თეონას ზარდახშას ხაზარაძის ჯილდოები ამშვენებს.

მწერალი თეონა ხაზარაძის ბუნაგში გამოზრდილი მწერალია.

მე არ ვიცი, მწერალმა თეონამ რა დაწერა, მაგრამ მაინც მწერალს ეძახიან.

მწერალი თეონა ამბობს, რომ მწერალთა კავშირში წითელი ინტელიგენცია იყო და სპეცრაზმი თუ შევარდა, ეგ არ აინტერესებს.

მწერალი თეონა ფიქრობს, რომ კომკავშირის მდივანი მამუკა ხაზარაძე არ იყო წითელი ინტელიგენცია, ის სუ სხვანაირი ინტელიგენცია იყო, რაღაცნაირი, საყვარელი.

***

ავოიეეეეეეეეეე!!!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

ასევე იხილეთ