ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს.
როგორც მედია წერს, შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება. ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ.