რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 104 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 104 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, 47 დრონი – კურსკის ოლქში, 27 – ბრიანსკის, 11 – სმოლენსკის, შვიდი – ტვერის, ოთხი – ბელგოროდის, სამ-სამი – ნიჟეგოროდისა და კალუგის, თითო-თითო კი როსტოვისა და ლენინგრადის ოლქებში გაანადგურეს.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ რეგიონში ღამის განმავლობაში 33 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ტვერის ოლქის გუბერნატორმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ რეგიონში ღამის განმავლობაში 29 დრონი გაანადგურეს.