leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრი სახლის პრესმდივანი: ბაიდენის ადმინისტრაციამ 50 მილიონი დოლარი ღაზის სექტორისთვის პრეზერვატივების შეძენაზე დახარჯა

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარი ღაზის სექტორში პრეზერვატივების შეძენაზე დახარჯა.

მისი თქმით, ეს ხარჯები დონალდ ტრამპის მიერ შექმნილმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა და მართვისა და ბიუჯეტის სამმართველომ აღმოაჩინეს.

“მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა და მართვისა და ბიუჯეტის სამმართველომ აღმოაჩინეს, რომ გადასახადების გადამხდელთა, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარი ღაზაში პრეზერვატივების შეძენაზე დაიხარჯა. ეს გადასახადების გადამხდელთა ფულის სულელური ხარჯვაა”, – თქვა მან.

ლევიტის განცხადებით, წინა ადმინისტრაციამ აგრეთვე 37 მილიონი დოლარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გადაურიცხა და დასძინა, რომ ტრამპმა უკვე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება ჯანმოს დატოვების შესახებ.

ასევე იხილეთ