leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარტვილის მერმა ორი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2 საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

აბედათში, ჯოლევის უბანში საავტომობილო ხიდის მოწყობის, ხოლო მდინარე ტარჩენზე ლითონკონსტრუქციის საავტომობილო ხიდის შუა ბურჯის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ დაათვალიერა.

არსებული ხიდები სტიქიის დროს დაზიანდა და მასზე გადაადგილება უსაფრთხო არ იყო. რეაბილიტაციის შემდეგ მასზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

ხიდების მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 655 597 ლარით ფინანსდება.

 

ასევე იხილეთ