leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე ხატია დეკანოიძის მითითებაზე მაგისტრალების გადაკეტვასთან დაკავშირებით: ასეთი მოწოდებები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მითითებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწოდებები კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ მათ რეალურ სახეს.

“ასეთი მოწოდებები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ მართავდა ამ პროცესს, ვინ აფინანსებდა, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ბიზნეს-სუბიექტები, რომლებიც ღიად აფინანსებდნენ სხვადასხვა ფონდების საშუალებით ამ აქციებს, თავად აწყობდნენ ამ გაფიცვებს და ა.შ. რატომ? რომ ქვეყანაში შეიქმნას როგორმე პოლიტიკური და რაც ყველაზე სამწუხაროა, არის მცდელობა, რომ შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ამ პოსტში ძალიან კარგად გამოჩნდა მათი რეალური სახე და დიდი ხანია ამ აქციების უკან “ნაციონალური მოძრაობის” ყურები მოჩანს”, – განაცხადა ბოჟაძემ.

ხატია დეკანოიძე ერთ-ერთ Facebook ჯგუფში მითითებას გასცემს, რომ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტონ. ამის მიუხედავად, ოპოზიცია ამბობს, რომ აქციების ორგანიზების უკან თავად არ დგანან, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით კი ხატია დეკანოიძის პოსტი იმის დასტურია, რომ აქციების უკან სწორედ ოპოზიცია დგას.

ასევე იხილეთ