გიორგი ვოლსკი ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაზე: საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო მსგავსი კანონი, რის გამოც საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში დაადანაშაულეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი პლატფორმა X-ზე ილონ მასკს ეხმაურება, რომელმაც დონალდ ტრამპის მიერ არასრულწლოვანების დაცვის შესახებ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ “ბავშვებს არ შეუძლიათ თანხმობის გაცემა. ამიტომაც არსებობს არასრულწლოვანების დაცვის კანონები”.
“საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო მსგავსი კანონი, რომელიც ასევე კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რის გამოც საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში დაადანაშაულეს”, – დაწერა გიორგი ვოლსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.