leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრ სახლი სახელმწიფო დახმარების გაყინვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო დავისთვის მზად არის

თეთრი სახლი მზადაა სასამართლო დავისთვის, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება ყველა ფედერალური გრანტისა და სხვა სახელმწიფო დახმარების გაყინვის შესახებ დროებით შეაჩერა.

„ყველაფერი, რასაც ეს ადმინისტრაცია აკეთებს, კანონის ფარგლებშია, ამიტომ მზად ვართ, ვიბრძოლოთ სასამართლოში“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლორენ ალიხანმა მიიღო. მან დააკმაყოფილა რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მცირე ბიზნესის მფლობელებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ერთობლივი სარჩელი.

მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ თეთრი სახლის განკარგულებას გამოუსწორებელი ზიანის რისკი ახლავს თან. ამ საკითხზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს დაინიშნა.

ასევე იხილეთ