პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის დაცვა და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
როგორც პენტაგონში განაცხადეს, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ასევე დაავალა თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორს, დაიწყოს გამოძიება მარკ მილის „ქცევასთან“ დაკავშირებით, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა მისი წოდების გადახედვა.