Middle East Economy: არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხელს აწერენ 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულებას საქართველოში განვითარების პროექტების დასაწყებად
არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი, მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. კასრ ალ შატიში შეხვედრისას, მისი უმაღლესობა თბილად მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქვეყანას და მის ხალხს შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა. ნათქვამია Middle East Economy-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის საკვანძო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს.
მედიის ცნობით, შეიხი მოჰამედი და კობახიძე საქართველოს განვითარებისთვის, ინვესტირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელის მოწერის მოწმეები გახდნენ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მისმა აღმატებულება მოჰამედ ალაბარმა, Eagle Hills Abu Dhabi-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და მისმა აღმატებულება თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გულისხმობს.