leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი გუნდისთვის და ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება

„ჩვენი გუნდისთვის და ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ლიხტენშტაინში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამიტომ ჩვენს გუნდს პრიორიტეტად აქვს გაცხადებული ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან და ჩვენი ამოცანაა ლიხტენშტაინთან ასევე გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ლიხტენშტაინში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს შალვა პაპუაშვილი ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. მთავარი განსახილველი თემა, საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება.

ასევე იხილეთ