მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
„აი ამ სიყვარულით, ღიმილით, იუმორით, კაცობით სავსე ღირსეულმა კაცმა დამაობლა“,- წერს ალეკოს შვილი ნიკა თეთრაშვილი.
ალეკო თეთრაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემა “პა-სეანსის”, რომელიც „მეორე არხზე“ გადიოდა. ასევე, იყო სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილე.