30 იანვარს „არგენტინის სახლი საქართველოში“ გამართავს საქართველო – არგენტინის საერთაშორისო გაზეთის პრეზენტაციას
ა.წ. 30 იანვარს, 13 საათზე, „არგენტინის სახლი საქართველოში“ გამართავს საქართველო – არგენტინის საერთაშორისო გაზეთის – „ მესხი და მესი,“ – პროექტის პრეზენტაციას, რომლის მთავარი თემები იქნება კულტურა, მეცნიერება, ისტორია, სპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი. გაზეთი გავრცელდება საქართველოსა და არგენტინაში.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ მახარაძე- პატარქლიშვილი,
პროექტის ავტორი, ორგანიზატორი და მხარდამჭერები: გივი აბდუშელიშვილი, პეტრე ბერაია, თენგიზ გაჩეჩილაძე, რევაზ ძოძუაშვილი, პაატა სურგულაძე, რეზო ჭანიშვილი, გიული გოგოლი, რევაზ მაჭარაშვილი, გუბაზ მეგრელიძე და სხვები.
პრეზენტაცია გაიმართება: საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N 116, მე-4 სართული (ლიფტიდან მარცხენა მხარეს)
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მახარაძე- პატარქლიშვილი
ტელ: 555 90 32 48; 555 13 37 32.