„ნიუ იორკ თაიმსი“: აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების შეჩერება უკრაინის, ტაივანისა და იორდანიის სამხედრო მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობას ეხება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც აშშ 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას, ასევე ეხება უკრაინის, ტაივანისა და იორდანიის სამხედრო და უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობას. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ საუბარია იმ დახმარებაზე, რომელსაც ამ ქვეყნებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო დახმარება და გადაუდებელი სასურსათო მხარდაჭერა.