leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, შეიძლება, არც ღირდეს ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში

“იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, უარგუმენტოდ გაბრალებენ და თავის მართლების საშუალებასაც კი არ გაძლევენ, არგუმენტებს არც კი ისმენენ, შეიძლება, არც ღირდეს ყოფნა”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოში საპარლამენტო მუშაობას აჩერებს.

“ეს არის აბსოლუტურად უსამართლო დათქმები. ვერც ერთი მტკიცებულება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ არჩევნების ისეთი დარღვევით ჩატარებისა, რომელიც გამოიწვევდა ამ არჩევნების დელეგიტიმაციას, ვერავინ მოიყვანა. იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, უარგუმენტოდ გაბრალებენ და თავის მართლების საშუალებასაც კი არ გაძლევენ, არგუმენტებს არც კი ისმენენ, შეიძლება, არც ღირდეს ყოფნა იმ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ