დავით ქართველიშვილი საქართველოს დელეგაციის მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის დატოვებაზე: კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდით მონობას, ნეოკოლონიალიზმს, ტრადიციული, კონსერვატიული და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს
“დღეს სტრასბურგში კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს რეალურ და არა დეკლარირებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, საქართველოს დელეგაციის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას, რაც გამოიწვია რეზოლუციაში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ქართული მხარისთვის მიუღებელმა ჩანაწერმა.
ქართველიშვილის შეფასებით, ამ ნაბიჯით საქართველო კიდევ უფრო ჩამოშორდა ვასალობას, ნეოკოლონიალიზმსა და ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.
მისივე თქმით, ბრიუსელისა და ვაშინგტონის შემდეგ, ღირსების, სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობისა და რწმენის დათმობას უკვე სტრასბურგიც ითხოვდა.
“დღეს სტრასბურგში კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს რეალურ და არა დეკლარირებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდით მონობას, ნეოკოლონიალიზმს, ვასალობას, ტრადიციული, კონსერვატიული და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.
სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა, ღირსების შენარჩუნება, ქართველობა და მართლმადიდებლობა – ამის დათმობას ითხოვდა ჩვენგან ბრიუსელისა და ვაშინგტონის შემდეგ, დღეს უკვე სტრასბურგი. ლაქიების, მონების და აგენტების სულგაყიდულ აღქმებში – თურმე დღეს უნდა ყოფილიყო ის დღე, რომელსაც საქართველოს ღმერთისკენ და თავისუფლებისკენ მიმავალ 30-საუკუნოვანი ისტორია უნდა შეეჩერებინა.
პოლიტიკურად და სქესობრივად გაუკუღმართებულ არსებებს დღეს – ქართველების მამული, ენა და სარწმუნოება უნდა დაემარცხებინათ. იმ ძალებმა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გვიბლოკავდნენ რწმენას, თავისუფლებას და განვითარებას – დღეს მორიგი ნიღაბი ჩამოიხიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხოლოდ უნდა გვახარებდეს. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით გაბრწყინებულ იბერიას”, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.