leaderboard_below_slide
left_sabechdi

„American Airlines“-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა

„American Airlines“-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახება ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა.

შეჯახების შემდეგ, თვითმფრინავიც და სამხედრო ვერტმფრენიც მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

CBS-ის ინფორმაციით, მდინარეში უკვე ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი.

სამძებრო სამაშველო სამუშაოები მდინარე პოტომაკში გრძელდება. აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია.

ასევე იხილეთ