leaderboard_below_slide
left_sabechdi

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოქალაქეთა განახლებული მისაღები გაიხსნა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოქალაქეთა განახლებული მისაღები გაიხსნა.

ახალი სივრცე ორივე სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების მიმღებ პირებს მოემსახურება. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მოქალაქეთა მისაღების სარემონტო სამუშაოები, კეთილმოწყობა და აღჭურვა. განახლებული მისაღები სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ახალ სივრცეში მოწყობილია როგორც ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ასევე – ბავშვთა სივრცე.

მოქალაქეთა მისაღები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორთან რუსუდან კოხოძესა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძესთან ერთად დაათვალიერეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საბურთალოს რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ასევე იხილეთ