leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზუგდიდიში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 9 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი  მამუკა წოწერია,  მოადგილეებთან ერთად რუხსა და ახალაბასთუმანში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ნიკოლოზ ნორაკიძის და დედიკა კვარაცხელიას მრავალშვილიანი ოჯახები მალე ზუგდიდის მერიის მიერ აშენებულ სახლებში იცხოვრებენ. ამ დროისთვის მერია 9 სახლს აშენებს.

სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს მუნიციპალიტეტმა დაიწყო. 2015 წლიდან   დღემდე  კი ჯამში მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 160 ოჯახს ახალი სახლი აუშენდა.

ასევე იხილეთ