leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არცერთ სხვა დედაქალაქში არ უნდა წყდებოდეს

“ზოგადად, ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას, მათ შორის, დაფინანსების სქემები უცხოეთიდან აქვთ აწყობილი, ამიტომ ისინი ლეგიტიმაციას ეძებენ საზღვარგარეთ და არა ქართველი ხალხისგან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმად, ბრიუსელს უნდა დაანახონ, რომ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.

მიის თქმით, საქართველოს გარდა, არცერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს.

“ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ამბობს ყოველ ჯერზე, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არცერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ