ზაალ ანჯაფარიძე PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე: ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგანაც PACE-ში დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ნიშნავდა აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილებით გაჭედილ რეზოლუციის დათანხმებას
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ანჯაფარიძის განცხადებით, გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც PACE-ში დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ნიშნავდა აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილებით გაჭედილ რეზოლუციის დათანხმებას.
“ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგანაც PACE-ში დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ნიშნავდა აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილებით გაჭედილ რეზოლუციის დათანხმებას, რომელმაც მე პირადად შარლ მიშელის ყბადაღებული დოკუმენტი მომაგონა, რომელიც ასევე უაზრო და უსამართლო დათქმებით იყო სავსე”, -წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.