ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის საქმიანობის შეჩერებას გადაწყვეტილებას, რაც სტრასბურგის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული პირობებით დამტკიცებული რეზოლუციის შემდეგ იქნა მიღებული, ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გარიცხეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან(PACE) საქართველოს დელეგაციის “ქართული ოცნების” წევრები“ – დელეგაციის წევრები ოპოზიციიდან.
„ჩვენ არ გავრიცხავთ მათ, ვტოვებთ გარკვეული დათქმებით – აპრილამდე დანიშნონ ხელახალი არჩევნების თარიღი, გააუქმონ რამდენიმე კანონი და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები“ – PACE.
„ეს დათქმები არის სუვერენული საქართველოს შეურაცხყოფა, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“ – თეა წულუკიანი.
ამას არ ითხოვდით, ეს არ გინდოდათ?!
ითხოვდით ისევე, როგორც ადრე დარბოდით ევროსტრუქტურების დერეფნებში და კანდიდატის სტატუსის და უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს აყენებდით.
ღირსეული პასუხი მიიღო „ქართული ოცნებისგან“ PACE-მ და თქვენც, მოღალატე ოპოზიციამ.
მთავარი დათქმის შესრულების დრო დადგა!
თქვენ გასამართლდებით – ამას ველოდებით საქართველოს 1 120 053 მოქალაქე.
„alea jacta est“-კამათელი გაგორებულია…“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.