„ეს ყველაფერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადგმული აბსურდის თეატრია“, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ანსამბლ „ფესვების“ უკან გაბრუნებას და პრეზიდენტის ღონისძიებაზე მათ არდასწრებას.
მისი თქმით, „ფესვები“ ეროვნული გვარდიის სარდალს გამოუძახებია თავდაცვისთვის.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა „ნაცმოძრაობის“ მთავრობას საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და რაც შეეხება „ფესვებს“ მოძველებული ინფორმაციაა. უკვე სუსიდან ისინი ეროვნულ გვარდიაში გადავიდნენ და გვარდიის სარდალს გამოუძახებია ისინი თავდაცვისათვის. ნუ აბსურდია რა. აბსურდის თეატრია. სისულელეზე ნუ ჩავყვებით ახლა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.