ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმყოფება. ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა.
პირველი სამუშაო შეხვედრა იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველოს პალატის პრეზიდენტთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში, ტოკიოში პირველი შეხვედრები გავმართეთ.
იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველოს პალატის პრეზიდენტთან, ტადაჰარუ უეჰარასთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის სფეროები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა და იაპონიაში ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის შესაძლებლობები.
მადლობას ვუხდი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას ვიზიტის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.