leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია პრეზიდენტის მიერ ვახტანგ გომელაურის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: გილოცავთ ძმებო, ღმერთი იყოს თქვენკენ!

გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოებას ეხმიანება.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, განუზომლად დიდია შსს-ს, პირადად ვახო გომელაურის და ამ უმაგრესი ქართველების წვლილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობილების განმტკიცების საქმეში.

“განუზომლად დიდია შსს-ს, პირადად ვახოს და ამ უმაგრესი ქართველების წვლილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობილების განმტკიცების საქმეში. წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ამ ბიჭების სიმტკიცე და პროფესიონალიზმი, ქვეყანაში რა მოხდებოდა. გილოცავთ ძმებო, ღმერთი იყოს თქვენკენ!”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ