leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქარსელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შედგა

„ნაყოფიერი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შედგა”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ერევანში, ჟურნალისტებთან.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმ მთავარ საკითხებზე, რომლებზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება

„კომისიის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ ეკონომიკური მიმართულების ყველა საკითხი, რომლებიც, მათ შორის, შეეხებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონულ თანამშრომლობას. ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს ძალიან ხელშესახები დადებითი ტენდენციები, საკუთრივ ერთობლივად განხორციელებული პროექტები და ის მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგიც არის, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო რეგიონული განვითარება, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება ისევე, როგორც მიმდინარე სატენდერო პროცედურები იმ მონაკვეთზე, რომელიც უკვე სომხეთის საზღვართან, სადახლოსთან ახალი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები არის სწორედ თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო სხვა მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ბუნებრივია, ყველა ამ და მრავალი სხვა მიმართულებით შემდგომში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ასევე იხილეთ