გიორგი ვოლსკი USAID-ის ბაზის გატეხაზე: სამწუხაროა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები მუშაობენ იმისთვის, რათა შექმნან მექანიზმი და მათთვის მნიშვნელოვან დროს ეს მექანიზმი აამუშაონ პატარა სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ში ჰაკერების მიერ USAID-ის გრანტების ბაზის გატეხის საკითხს მედიასთან გამოეხმაურა.
„სამწუხაროა, რომ გარკვეულ სტრუქტურებს, რომლებსაც ევალებათ ჰუმანიტარული და სხვადასხვა განვითარებაზე მიმართული პროექტები განახორციელოს ქვეყნებში, კონკრეტული ორგანიზაციები მუშაობენ იმისათვის, რათა მექანიზმი შექმნან, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან დროს ეს მექანიზმი აამუშაონ პატარა სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ. მაგრამ, ამან იმდენად მოკიდა ფეხი, ვერ ვიტყვი, რომ ჰაკერების მონაცემებია ჩვენთვის მხოლოდ დამაჯერებელი. ჩვენ ყველამ, ყველა მედიასაშუალებით ვიხილეთ, თუ რაში გამოიყენება ეს თანხები“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
აშშ-ში ჰაკერებმა USAID-ის გრანტების ბაზა გატეხეს, საიდანაც გაირკვა, რომ თანხები გამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.