აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მომხდარი საჰაერო ინციდენტი წინა ადმინისტრაციების პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ უმაღლესი სტანდარტები მათთვის, ვინც მუშაობს ჩვენს საავიაციო სისტემაში. [თავის დროს] მე შევცვალე ობამას სტანდარტები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ამერიკელმა მაშველებმა ვაშინგტონში მდინარე პოტომაკიდან, სადაც ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შემდეგ ჩავარდა, 19 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.