leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: თურმე, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები გმირები არიან

„ერთი განცხადება ვერ მოვისმინე ქვეყნების წარმომადგენლებიდან, უბრალოდ რომ ეხსენებინათ, რა სჭირდათ პოლიციელებს, იმ ასეულობით გმირ ბიჭებს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

„თურმე, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები და მოძალადეები გმირები არიან. ეს ყველაფერი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის იმ შეწყალებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი რომ გმირად აქცია“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

2024 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 12 აპრილს განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 24 აპრილს ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ასევე იხილეთ