leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს

„მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და არც სხვებისგან მოითმენს საქართველოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვა“, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

„ეს არის ის, რაც ამოძრავებს საქართველოს დელეგაციას და ეს იყო ის, რაც ამოძრავებდა გუშინ საქართველოს დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, ასევე მუდმივად ისმის დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია არაფერზე“, –აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მექანიზმი იქნეს გამოყენებული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და არცერთი ინსტიტუტი არ იქნეს გამოყენებული საქართველოს უსამართლო კრიტიკისთვის.

ასევე იხილეთ